შერმადინი “პანათინაიკოსში” დაბრუნდა

შერმადინი “პანათინაიკოსში” დაბრუნდა

გიორგო შერმდინი “პანათინაიკოსში” დაბრუნდა. ანუ ყველაფერი ისე მოხდა, როგორც თავად შერმადინი და მისი მენეჯერი ვარაუდობდნენ. იყო საუბრები, რომ შერმადინი თელ ავივის “მაკაბის” სურდა, თუმცა ეს ვარიანტი მალევე გამოირიცხა. შერმადინმა “პანათინაიკოსთან” კონტრაქტი 2008 წელს გააფორმა და ერთი სეზონიც ითამაშა, თუმცა გუნდმა ის სლოვენიურ “ოლიმპიაში” გაანათხოვრა. სლოვენიურ კლუბში შერმადინმა დიდი გამოცდილება მიიღო – ასპარეზობდა სამ მძლავრ ტურნირში (ადრიატიკის ლიგა, ევროლიგა და სლოვენიის ჩემპიონატი) და სათამაშო კლასიც აიმაღლა. ათენელებმა გადაწყვიტეს, შერმადინი უკან გამოეთხოვათ და ეს გააკეთეს კიდეც. შერმადინი ამჟამად საქართევლოს ეროვნულ ნაკრებშია და ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება