შერმადინი საბერძნეთის ჩემპიონატის ფინალშია

შერმადინი საბერძნეთის ჩემპიონატის ფინალშია

გიორგი შერმადინი  საბერძნეთის ჩემპიონატის ფინალშია. ქართველი ცენტრის გუნდმა „ოლიმპიაკოსმა“ ნახევარფინალური სერიის მე-3 მატჩშიც, ამჯერად სტუმრად დაამარცხა „აგორი“ და საჩემპიონო სერიაში გავიდა. პირეოსელებს არც ამჯერად გასჭირვებიათ – „ოლიმპიაკოსმა“ მეტოქე 80:67 დაამარცხა.
 
შერმადინმა მოედანზე 8 წუთი და 22 წამი გაატარა და პირეოსელებს 2 ქულა, 1 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა შესძინა. შერმადინმა 1 ორქულიანი ააცილა, ხოლო 4 ცდიდან 2 საჯარიმო ჩააგდო. პირეოსელთაგან 15 ქულით, 10 პასით და 5 მოხსნით საუკეთესო ვასილის სპანულისი გახლდათ.
 
ფინალში ოლიმპიაკოსელთა მეტოქე „პანათინაიკოსი“ იქნება, რომელმაც ასევე 3:0 დაამარცხა „პანიონიოსი“. საჩემპიონო სერია 3 გამარჯვებამდეა და იგი 6 ივნისს დაიწყება.