შერმადინი ტენერიფეს საკონტინენტთაშორისო თასის მოგებაში 18 ქულით დაეხმარა

შერმადინი ტენერიფეს საკონტინენტთაშორისო თასის მოგებაში 18 ქულით დაეხმარა

გიორგი შერმადინის “ტენერიფე” საკონტინენტთაშორისო თასის ფინალში ბოლონიის “ვირტუსს” დაუპირისპირდა. შეხვედრა მასპინძელი კანარელების უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით დასრულდა – 80:72.

საქართველოს ნაკრებისა და “ტენერიფეს” ცენტრმა გიორგი შერმადინმა 26 წუთი ითამაშა, 18 ქულა, 7 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოინაგრა. მისმა თანაგუნდელმა მარსელინიო უერტასმა 23 ქულას მოუყარა თავი და შეჯიბრების საუკეთესო კალათბურთელადაც დასახელდა.

დაჯილდოების ცერემონიალზე მარსელინიომ ბრაზილიის დროშა სემოიხვია, გიორგიმ – საქართველოსი და ასე იზეიმეს მეტად საპატიო თასის აღება.