შერმადინის 10 ქულა, 8 მოხსნა და გამარჯვება ესტუდიანტესთან

შერმადინის 10 ქულა, 8 მოხსნა და გამარჯვება ესტუდიანტესთან

გიორგი შერმადინის სტაბილური თამაში და მისი “უნიკახას” მორიგი გამარჯვება ესპანეთის ჩემპიონატში. მალაგელებმა “ესტუტიანტესს” უმასპინძლეს და 89:84 დაამარცხეს.

შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო და 20:57 წუთში 10 ქულა, 8 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაგროვა, ბურთი კი 4-ჯერ დაკარგა. ქართველი ცენტრის სარგებლიანობის ინდექსმა 18 შეადგინა, რაც უნიკახელთაგან მეორე შედეგი გახლდათ მატიას ლესოს შემდეგ, რომელმაც 18 ქულა და 14 მოხსნა მიითვალა.

19 მოგენითა და 12 წაგებით “უნიკახა” მყარად არის მე-5 ადგილზე. 11 მაისს მალაგელები “მურსიას” ესტუმრებიან.