შერმადინის 10 ქულა და ტენერიფელთა იოლი გამარჯვება გალათასარაისთან

შერმადინის 10 ქულა და ტენერიფელთა იოლი გამარჯვება გალათასარაისთან

ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურში გიორგი შერმადინის იბეროსტარ ტენერიფემ სტამბოლის გალათასარაის უმასპინძლა და იოლად გაიმარჯვა. ესპანელებმა თურქებს პირველივე ტაიმში დიდი უპირატესობით აჯობეს და დიდ შესვენებაზე უკვე 20-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ. ცხადია, სტუმრებმა მე-2 ნახევარში ეს ჩამორჩენა ვერ აღმოფხვრეს.

საბოლოოდ, კანარიელებმა 85:72 იმარჯვეს და სატურნირო თვალსაზრისით მეტად მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს. გიორგი შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო და მან 22:36 წუთი ითამაშა. ქართველმა ცენტრმა 10 ქულა, 3 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოიპოვა და მისი ეფექტურობის კოეფიციენტი 9 გამოდგა. გიორგიმ 8-დან 4 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმოს ჩააგდო.

სამ ტურის შემდეგ ტენერიფეს 2 გამარჯვებით და 1 მარცხით ჯგუფში პირველი ადგილი უკავია, თუმცა იტალიურ დინამო სასარის მე-3 ტურის მატჩი გასმაართი აქვს. ესპანური გუნდი მომდევნო შეხვედრაში 15 დეკემბერს, სტამბოლში, კვლავ გალათასარაის დაუპირისპირდება.