შერმადინის 11 ქულა, 6 პასი და გამარჯვება მადრიდში

შერმადინის 11 ქულა, 6 პასი და გამარჯვება მადრიდში

გიორგი შერმადინის ტენერიფემ 2020 წლის ბოლო მატჩი გამართა. ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში კუნძულელთა მეტოქე ესტუდიანტესი იყო, რომელსაც შერმადინის გუნდი მადრიდში ეთამაშა და მეტოქე იოლად, 26-ქულიანი უპირატესობით – 90:64 დაამარცხა.

გიორგი შერმადინმა 22:20 წუთი ითამაშა, რა დროშიც 11 ქულა, 6 მოხსნა და 3 პასი დააგროვა. გიორგიმ 9-დან 4-ორქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. ქართველი ცენტრის სარგებლიანობის ინდექსმა 17 შეადგინა და ის ამ მაჩვენებლით თანაგუნდელებში ტაილერ კავანას (22) ჩამორჩა, რომელმაც 18 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა. 

ტენერიფეს 14 მოგება და 2 მარცხი აქვს, ხოლო მადრიდის რეალს 1 მარცხით ნაკლები. სწორედ ეს გუნდები არიან ესპანეთის ჩემპიონატის პირველ-მეორე ადგილებზე განთავსებულნი და მომდევნო ტურში, 2 იანვარს ერთმანეთს ტენერიფეში შეხვდებიან.