შერმადინის 11 ქულა და გასვლითი გამარჯვება ესტუდიანტესთან

შერმადინის 11 ქულა და გასვლითი გამარჯვება ესტუდიანტესთან

გიორგი შერმადინის იბეროსტარმა ესპანეთის ჩემპიონატის მორიგი მატჩი მოიგო. ტენერიფულმა გუნდმა გასვლითი შეხვედრა მადრიდში მოიგო, სადაც დაძაბულ ბრძოლაში – 74:72 ესტუდიანტესი დაამარცხა.

ქართველი ცენტრი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 25:47 წუთში 11 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა.

შერმადინმა 10-დან 4 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო გამოიყენა, ბურთი 4-ჯერ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 6-ჯერ დაირღვა.

ტენერიფელთა გამარჯვებაში ყველაზე დიდი წვლილი უბერებელმა ბრაზილიელმა მარსელინიო უერტასმა შეიტანა, რომელმაც 18 ქულას 8 პასი წაამატა. 

4 მოგებითა და 3 მარცხით ტენერიფული გუნდი მე-4 ადგილზეა. იბეროსტარი მე-8 ტურის მატჩს 9 ნოემბერს, შინ, სან პაბლო ბურგოსთან გამართავს.