შერმადინის 11 ქულა და ტენერიფეს იოლი გამარჯვება ბეტისთან

შერმადინის 11 ქულა და ტენერიფეს იოლი გამარჯვება ბეტისთან

გიორგი შერმადინის ლენოვო ტენერიფემ ესპანეთის მორიგ ტურში იოლი გამარჯვება მოიპოვა. ტენერიფელებმა რეალ ბეტისს უმასპინძლეს და 88:64 დაამარცხეს. ქართველი ცენტრი კანარის კუნძულელთა რიგებში სასტარტო ხუთეულში იყო, მან 21 წუთში გუნდს 11 ქულა, 5 მოხსნა და 2 პასი მოუტანა. 

გამარჯვებულთა რიგებში ყველაზე მეტი ხაიმე ფერნანდესმა ჩააგდო – 16 ქულა. შერმადინი მარგი ქმედების კოეფიციენტით (17) მხოლოდ მარსელინიო უერტასს (18) ჩამორჩა. ამ გამარჯვების წყალობით, ტენერიფემ თასზე განთესვა დაიბევა.

ტენერიფეს 17 თამაშიდან 13 აქვს მოგებული და მესამეა. ამდენივე გამარჯვება კიდევ სამ გუნდს აქვს (რეალი, ბარსელონა, ბასკონია), რომელთაც 22 იანვარს აქვთ ტური სათამაშო. 28 იანვარს შერმადინი გუნდი ფუენლაბრადას მადრიდში ესტუმრება.