შერმადინის 13 ქულა, 9 მოხსნა და გამარჯვება “ცრვენა ზვეზდასთან” ევროთასზე

შერმადინის 13 ქულა, 9 მოხსნა და გამარჯვება “ცრვენა ზვეზდასთან” ევროთასზე

ევროთასის მეორე ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში გიორგი შერმადინის “უნიკახამ” გამარჯვება იზეიმა. მალაგელებმა სერბულ “ცრვენა ზვეზდას” უმასპინძლეს და დაძაბულ ბრძოლაში – 79:74 სძლიეს.

შერმადინი სასტარტო ხუთეულში გახლდათ და 23:38 წუთში 13 ქულა, 9 მოხსნა (4 შეტევაში), 3 პასი და 1 დაფარება მიითვალა. გიორგიმ 8-დან 6 ორქულიანი და საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 5-ჯერ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც ამდენჯერვე დაჯარიმდნენ.

შედეგად, ქართველი ლეგიონერის სარგებლიანობის კოეფიციენტი 19-ს გაუტოლდა და ის მალაგელთა რიგებში მხოლოდ ფრანგ ცენტრ მატიას ლესორს (25) ჩამორჩა, ვინც 16 ქულა ჩააგდო.

“უნიკახამ” თითო მოგება-წაგება მოაგროვა და G ჯგუფში სწორედ “ცრვენა ზვეზდასთან” ერთად, მეორე-მესამე ადგილებს ინაწილებს, შემდეგ შეხვედრას კი 15 იანვარს, ისევ შინ, ფრანგულ “ლიმოჟთან” გამართავს.