შერმადინის 13 ქულა და 6 მოხსნა “სარაგოსასთან” მოგებულ მატჩში

შერმადინის 13 ქულა და 6 მოხსნა “სარაგოსასთან” მოგებულ მატჩში

გიორგი შერმადინის “უნიკახა” ესპანეთის ჩემპიონატში წარმატებულ სვლას განაგრძობს. მე-5 ტურში მალაგელებმა “სარაგოსას” უმასპინძლეს და 98:82 სძლიეს. ეს “უნიკახას” მე-5 გამარჯვება გახლდათ.

შერმადინი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 20:33 წუთში 13 ქულა, 6 მოხსნა (4 შეტევაში), 1 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. გიორგიმ 9-დან 5 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ.

მალაგელებს ექვს ტურში 5 მოგება მოუგროვდათ და სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზე იმყოფებიან, მომდევნო მატჩს კი 3 ნოემბერს, სტუმრად, “სან პაბლო ბურგოსთან” გამართავენ.