შერმადინის 13 ქულა და “უნიკახას” გამარჯვება ფრანგულ “ლიმოჟთან”

შერმადინის 13 ქულა და “უნიკახას” გამარჯვება ფრანგულ “ლიმოჟთან”

გიორგი შერმადინის “უნიკახამ” ევროთასის მე-2 ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურში მალაგაში ფრანგულ “ლიმოჟს” უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში – 79:72 დაამარცხა. ამ მნიშვნელოვან გამარჯვებაში საკმაოდ სოლიდური წვლილი შეიტანა ქართველმა ცენტრმა.

შერმადინი სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა და პარკეტზე 17:24 წუთი გაატარა. ხსენებულ დროში გიორგიმ 13 ქულა, 5 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 6-დან 5 ორქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ორჯერ ბურთი მეტოქის ფარზე მოხსნა, ორჯერ დაჯარიმდა და ერთხელ დაუფარეს.

შერმადინის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 17 შეადგინა და ამ მაჩვენებლით მხოლოდ თანაგუნდელ ადამ ვაშინსკის ჩამორჩა. აღსანიშნავია, რომ დაგროვილი ქულებითაც გიორგი მხოლოდ ვაშინსკის უკან აღმოჩნდა, რომელმაც 16 ქულა ჩააგდო.

„უნიკახას“ სამი ტურის შემდეგ 2 მოგების წილ 1 წაგება აქვს და მეორე ადგილზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრას კი 23 იანვარს, ისევ „ლიმოჟთან“, ოღონდ სტუმრად გამართავს.