შერმადინის 15 ქულა და გამარჯვება ბურგოსთან

შერმადინის 15 ქულა და გამარჯვება ბურგოსთან

გიორგი შერმადინმა ესპანეთის ჩემპიონატში მორიგი შედეგიანი მატჩი გამართა. ქართველი ცენტრის “უნიკახამ” “ბურგოსს” უმასპინძლა და 90:71 დაამარცხა, რაშიც შერმადინის წვლილი უმნიშვნელოვანესია. 

შერმადინი თამაშში სათადრიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე გატარებულ 17:21 წუთში 15 ქულა, 5 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. გიორგიმ 7-დან 6 ოქრქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. ქართველმა ცენტრმა 3 ჯარიმა მიიღო და ბურთი 3-ჯერ დაკარგა. შერმადინის სარგებლიანობის ინდექსმა 16 შეადგინა, რითაც მალაგურ გუნდში მხოლოდ დანიელ და ალბერტო დიასებს (18-18) ჩამორჩა.

17 მოგებითა და 12 მარცხით “უნიკახა” მე-5 ადგილზე იმყოფება, მომდევნო ტურის მატჩს კი 1 მაისს, სტუმრად “ესტუდიანტესთან” გამართავს.