შერმადინის 19 ქულა, 8 მოხსნა, და MVP-ის ტიტული მონბუსთან მოგებულ შეხვედრაში

შერმადინის 19 ქულა, 8 მოხსნა, და MVP-ის ტიტული მონბუსთან მოგებულ შეხვედრაში

გიორგი შერმადინი ისევ საუკეთესოა. ქართველ ფორვარდს ქებული გარჯა ამჯერად მოგებით დაუფასდა. ესპანეთის ჩემპიონატის მე-4 ტურში მისმა იბეროსტარმა მონბუს ობრადორიოს ტენერიფეში უმასპინძლა და 90:78 სძლია. მე-3 პერიოდის ბოლოს ანგარიში თანაბარი იყო და ის 12-ქულიანი უპირატესობა, რითაც ტენერიფელებმა საბოლოოდ იმარჯვეს, იბეროსტარმა ბოლო ათწუთეულში მოიპოვა.

ქართველი ლეგიონერი მატჩის MVP გახდა. შერმადინმა მატჩის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. სასტარტო ხუთეულში მყოფმა ქართველმა მოედანზე 25:47 წუთი გაატარა და 19 ქულა, 8 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. გიორგიმ 10-დან 8 ორქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. პასივში შერმადინს 5 დაკარგვა ჰქონდა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მატჩში უმეტესი სარგებლიანობის ინდექსი – 23 გაეფორმებინა და MVP-ის ტიტულს დაპატრონებოდა. ქართველ ცენტრს მხარი აუბეს საშუ სალინმა (13 ქულა) და მარსელინიო ჰუერტასმა (14).

4 მატჩიდან 2 მოგებით ტენერიფე მე-8 ადგილზე იმყოფება და შემდეგ ტურში, 20 ოქტომბერს, სტუმრად მანრესას შეხვდება.

¡Va cogiendo su flow!

¡El Iberostar Tenerife va encontrando su flow!🙏 ¡Mil gracias otra vez al SANTIAGO MARTÍN por llevarnos en volandas!💛 🖤 ¡Buenas noches, canaristas; y a seguir cogiendo el ritmo junt@s! #VamosCanarias #ElLatidodeNuestraHistoria

Posted by Club Baloncesto 1939 Canarias on 2019 m. spalio 12 d., šeštadienis