შერმადინის 2 ქულა ბელგრადში წაგებულ მატჩში

შერმადინის 2 ქულა ბელგრადში წაგებულ მატჩში

გიორგი შერმადინისა და მისი გუნდის წარუმატებელი თამაში ევროლიგაში. მალაგის უნიკახა სერბულ “ცრვენა ზვეზდას” ესტუმრა და 76:80 წაგების შემდეგ ფაქტობრივად დაკარგა პლეი ოფში გასვლის შანსი. 

შერმადინი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 09:09 წუთში 2 ქულა და 2 მოხსნა მოაგროვა. გიორგიმ 2 საჯარიმო ჩააგდო, ორქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთხელ დაჯარიმდნენ.

მალაგელებს 10 მოგების წილ 14 მარცხი მოუგროვდათ და სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილზე იმყოფებიან, მომდევნო მატჩს კი 9 მარტს, მოსკოვში ცსკა-სთან ჩაატარებენ.