შერმადინის 2 ქულა და ოთხთა ფინალის საგზური

შერმადინის 2 ქულა და ოთხთა ფინალის საგზური

გიორგი შერმადინი ევროლიგის ოთხთა ფინალში ითამაშებს. მოსკოვის ცსკა–ს, მადრიდის „რეალს“ და კატალონიის „ბარსელონას“ ბერძნული „ოლიმპიაკოსიც“ შეუერთდა, რომელმაც მეოთხედფინალური სერიის მე–5, გადამწყვეტი შეხვედრა თურქულ „ეფესს“ 82:72 მოუგო.
 
სტამბოლური გუნდი ბოლომდე იბრძოდა, მაგრამ ბოლომდე ძალები არ ეყო. პირველი ტაიმის შემდეგ „ეფესი“ 8 ქულით – 41:33 ლიდერობდა, მაგრამ მასპინძლებმა მესამე პერიოდშ მატჩში გარდატეხა შეიტანეს. აღნიშნული პერიოდი პირეოსელებმა 21:14 მოიგეს და ბოლო მეოთხედის წინ „ეფესი“ მხოლოდ ქულითღა ლიდერობდა. გადამწყვეტ მომენტშ მასპინძლებმა საბოლოოდ გატეხეს სტამბოლელთა წინააღმდეგობა და სასურველ შედეგსაც მიაღწიეს.
 

 
პირეოსელებს 19 ქულით ვასილის სპანულისმა ულიდერა, 15 დააგროვა გეორგიოს პრინტეზისმა, ხოლო ქართველი ცენტრი მხოლოდ 2 ქულას დასჯერდა. გიორგი შერმადინი მოედანზე მხოლოდ 5 წუთით გამოჩნდა და მანაც 1 ცდიდან 1 ორქულიანი ჩააგდო. შერმადინმა შეხვედრა 2 ქულითა და 1 მოხსნით დაასრულა.
 
ოთხთა ფინალი ლონდონში10–12 მაისს გაიმართება. ნახევარფინალისტების ვინაობა უკვე ცნობილია. „ბარსა“ – „რეალი“ და ცსკა – „ოლიმპიაკოსი“.