შერმადინის 20 ქულა და MVP-ის მორიგი ტიტული სარაგოსაში მოგებულ მატჩში

შერმადინის 20 ქულა და MVP-ის მორიგი ტიტული სარაგოსაში მოგებულ მატჩში

გიორგი შერმადინმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშის პრიზს იმსახურებს. ლიგა ენდესას მორიგ ტურში “ლენოვო ტენერიფე” სტუმრად “სარაგოსას” შეხვდა და ქართველი ფორვარდის წინამძღოლობით 31 ქულით – 91:60 გაანადგურა. 

გიორგი შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 24:12 წუთი გაატარა. ეს დრო საკმარისი აღმოჩნდა საიმისოდ, რომ ქართველ ლეგიონერს მატჩის საუკეთესო შედეგი დაეფიქსირებინა. შერმადინმა 9-დან 6 ორქულიანი და 8-დან 8 საჯარიმო ჩააგდო, რამაც ჯამში 20 ქულა შეადგინა. ამასთან ერთად გიორგიმ 8 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. მისმა სარგებლიანობის ინდექსმა მოედანზე მყოფთაგან ყველაზე მეტი – 31 შეადგინა და შერმადინი მატჩის MVP გახდა.

27 მოგებითა და 8 მარცხით ტენერიფე მე-3 ადგილზეა. მომდევნო მატჩს კუნძულელები 22 მაისს, შინ, ბარსელონასთან ჩაატარებენ.