შერმადინის 21 ქულა, 14 მოხსნა და მორიგი MVP-ის ტიტული

შერმადინის 21 ქულა, 14 მოხსნა და მორიგი MVP-ის ტიტული

გიორგი შერმადინმა ესპანეთის ჩემპიონატში კვლავ გაიბრწყინა. მცირე პაუზის შემდეგ ის კვლავ საკუთარი გუნდის საუკეთესო მოთამაშე გახდა და ტენერიფელებს გამარჯვებისკენ გაუძღვა. ეს მოხდა ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ, მე-17 ტურში, რომელშიც შერმადინის იბეროსტარმა ესტუდიანტესს უმასპინძლა და 76:59 დაამარცხა.

ქართველმა ცენტრმა მოედანზე 25:24 წუთი გაატარა და თავი 21 ქულას, 14 მოხსნას, 2 პასს და 1 ჩაჭრას მოუყარა. შერმადინმა 11-დან 6 ორქულიანი და 10-დან 9 საჯარიმო ჩააგდო. პასივში მას 5 დაკარგვა ჰქონდა. გიორგის სარგებლიანობის ინდექსმა 31 ერთეული შეადგინა და ის მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

11 მოგებითა და 6 მარცხით იბეროსტარი საპატიო მე-4 ადგილზე იმყოფება. შემდეგ მატჩს შერმადინის გუნდი 26 იანვარს, სტუმრად, ბურგოსთან გამართავს.