შერმადინის 24 ქულა სროლათა 100-პროცენტიანი მაჩვენებლით და ოვერტაიმში მოგებული ტენერიფე

შერმადინის 24 ქულა სროლათა 100-პროცენტიანი მაჩვენებლით და ოვერტაიმში მოგებული ტენერიფე

გიორგი შერმადინის დაუვიწყარი მატჩი ესპანეთის ჩემპიონატში.4 ქულა ბევრი არაა და ამაზე მეტი ბევრჯერ ჩაუგდია შერმადინს, თუმცა 20-ზე მეტი ქულა ისე მოეგროვებინოს, ბურთი არ აეცილებინოს, მის ესპანურ კარიერაში მხოლოდ ერთ შემთხვევას ვიხსენებთ. დიახ, ქართველმა ცენტრმა გრან კანარიასთან გასვლით მატჩში 24 ქულა ისე დააგროვა, ბურთი არ აუცილებია: 9-დან 9 ორქულიანი და 6-დან 6 საჯარიმო მიითვალა. 

24 ქულას შერმადინმა 6 მოხსნა და თითო პასი, ჩაჭრა და დაფარება მოაყოლა. ქართველი ცენტრის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 32-ს უწია დს ის მატჩის საუკეთესო ხომ გახდა, ტურის MVP-ის ტიტულის მოპოვების შესანიშნავი შანსი აქვს. და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია: შერმადინის დიდებული თამაშის ფონზე მისმა გუნდმა, ლენოვო ტენერიფემ სტუმრად ძალიან დაძაბულ ბრძოლაში, ოვერტაიმში მოიგო.

გვარიანად ჩამორჩენილმა გრან კანარიამ ბოლო პერიოდი 27:16 მოიგო და მატჩი ოვერტაიმში გადაიყვანა. ექსტრახუთწუთეულში ტენერიფე შეუჩერებელი იყო. მეტოქეს 20:8 სძლია და შეხვედრა 94:82 მოიგო. ტენერიფელებს 6 მოგება და 5 მარცხი აქვთ და ცხრილში მე-6 ადგილზე იმყოფებიან. შემდეგ ტურში შერმადინის გუნდი ობრადორიოს მიიღებს. შეხვედრა 2 დეკემბერს გაიმართება.