შერმადინის 25 ქულა 2 მატჩში

შერმადინის 25 ქულა 2 მატჩში

თელ ავივის „მაკაბიში“ გიორგი შერმადინის დებიუტი გერმანიაში, ქალაქ ბამბერგის საერთაშორისო ამხანაგურ ტურნირზე შედგა. ქართველმა ცენტრმა ისრაელის საუკეთესო გუნდის შემადგენლობაში 2 მატჩი ჩაატარა და ჯამში 25 ქულა მოაგროვა.
 
ნიურნბერგში მიმდინარე ტურნირში “მაკაბისთან” ერთად გერმანული “ბამბერგი”, რუსული “ხიმკი” და ბერძნული “ოლიმპიაკოსი” ჩაერთვნენ. პირველ დღეს თელ-ავიველები “ხიმკის” დაუპირისპირდნენ და 60:80 დამარცხდნენ, შერმადინმა კი 20 წუთში 15 ქულა (5-დან 4 ორქულიანი, 8-დან 7 საჯარიმო), 7 მოხსნა და 2 დაფარება მოაგროვა და მარგი ქმედების კოეფიციენტის მიხედვით გუნდში საუკეთესო იყო.

მეორე ამხანაგურ მატჩში თელავიველები მასპინძელ “ბამბერგს” გაეჯიბრნენ და 70:77 წააგეს. ამ მატჩში მაკაბელებს დევიდ ლოგანმა (16), კანერ მედლიმ (11) და ისრაელის ნაკრების ერთ-ერთმა წამყვანმა კალათბურთელმა ლიორ ელიაჰუმ (12) ულიდერეს, შერმადინს კი 10 ქულა ჰქონდა.
 
ტურნირის ბოლო მატჩში „მაკაბი“ ევროლიგის მოქმედ ჩემპიონ ათენის „ოლიმპიაკოსს“ შეხვდება, რომელმაც ტურნირზე ორივე აქამდელი შეხვედრა მოიგო.