შერმადინის 26 ქულით უნიკახამ ბარში მორნარი დაამარცხა

შერმადინის 26 ქულით უნიკახამ ბარში მორნარი დაამარცხა

გიორგი შერმადინის ბენეფისი მონტენეგროში. ულებ-ის ევროთასის მორიგი ტურის მატჩი “უნიკახამ” სტუმრად, ბარის “მორნართან” გამართა, რომელსაც ქართველი ცენტრის წინამძღოლობით 96:85 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების ცენტრი მალაგური გუნდის სასტარტო ხუთეულში იყო და მატჩში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. შერმადინმა 21:20 წუთში 26 ქულა, 7 მოხსნა (2 შეტევაში), 1 პასი, 2 ჩაჭრა და 2 დაფარება მოაგროვა. გიორგიმ 14-დან 11 ორქულიანი, 3-დან 1 საჯარიმო და რაც ძალიან იშვიათსაინტერესოა, სამქულიანი ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.

ქართველი ლეგიონერის სარგებლიანობის კოეფიციენტი 34-ს გაუტოლა და დიდი შანსია, გასული მატჩის მსგავსად, ის ევროთასის მე-3 ტურის საუკეთესო კალათბურთელიც გახდეს. “უნიკახას” 2 მოგება და 1 მარცხი მოუგროვდა და ევროთასის D ჯგუფში მე-2 ადგილზე იმყოფება, მომდევნო ტურში კი შინ, 23 ოქტომბერს, ყაზანის “უნიკსს” უმასპინძლებს.