შერმადინის 4-იანები მალაგელთა გასვლით გამარჯვებაში

შერმადინის 4-იანები მალაგელთა გასვლით გამარჯვებაში

გიორგი შერმადინის “უნიკახა” ესპანეთის ჩემპიონატში წარმატებით ასპარეზობას განაგრძობს. მალაგებელბა მე-5 ტურის მატჩი სტუმრად “მანრესასთან” მოიგეს – 96:87.

გიორგი შერმადინმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე 16:51 წუთი გაატარა. ქართველმა ცენტრმა 1-დან 1 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. 4 ქულასთან ერთად შერმადინმა 4 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა.  საუკეთსო კი კაილ ვილტიე გახლდათ 24 ქულით.

4 მოგებითა და 1 მარცხით “უნიკახა” ცხრილში მე-3 ადგილზეა. მომდევნო ტურის მატჩს მალაგელები 27 ოქტომბერს, შინ “სარაგოსასთან” ითამაშებენ.