შერმადინის 5 ქულა და მარცხი ბურგოსთან

შერმადინის 5 ქულა და მარცხი ბურგოსთან

ესპანეთის ჩემპიონატის მე-7 ტურში ლიდერთა შორის მყოფმა “უნიკახამ” მარცხი განიცადა. გიორგი შერმადინის გუნდი სუმრად “ბურგოსს” შეხვდა და 79:88 დამარცხდა. 

ქართველი ცენტრი სათადარიგო იყო და მოედანზე 12:33 წუთით გამოჩნდა. შერმადინმა 6-დან 2 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. 5 ქულას გიორგიმ 2 მოხსნა წაამტა. მალაგელთაგან საუკეთესო ხაიმე ფერნანდესი გახლდათ, რომელმაც 13 ქულა და 11 პასი მიითვალა.

5 მოგებითა და 2 მარცხით “უნიკახა” ცხრილში მე-4 ადგილზეა და მომდევნო მატჩს 11 ნოემბერს, შინ “ბრეგანთან” ჩაატარებს.