შერმადინის ბადალონური 8 ქულა და ტენერიფეს პირველი მარცხი 5 მოგების შემდეგ

შერმადინის ბადალონური 8 ქულა და ტენერიფეს პირველი მარცხი 5 მოგების შემდეგ

თვენახევრიანი წაუგებელი სერიის შემდეგ გიორგი შერმადინის ლენოვო ტენერიფე ესპანეთის ჩემპიონატში პირველად დამარცხდა. 23 ოქტომბერს ბარსელონასთან მარცხის შემდეგ ტენერიფელებს ლიგა ენდესაში მოგებული ჰქონდათ ზედიზედ 5 შეხვედრა, შაბათს გამართული მე-6 მატჩი კი უიღბლო აღმოჩნდა. ტენერილემ ბადალონაში ხუვენტუდთან ითამაშა და 69:78 დამარცხდა.

ტენერიფე ბოლო მეოთხედის წინ 9 ქულით იგებდა, თუმცა გადამწყვეტ 10 წუთში ყველა კომპონენტში დაიჩაგრა და 18 ქულით წააგო – 12:30. მიუხედავად მარცხისა, კუნძულელებმა ჩემპიონატში პირველი ადგილი შეინარჩუნეს. 

გიორგი შერმადინმა პარკეტზე 21:26 წუთი ითამაშა, რა დროშიც 8 ქულა, 7 მოხსნა და 1 პასი დააგროვა. გიორგიმ 5-დან 3 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. ტენერიფეს 18 ქულა აქვს და ესპანეთის ჩემპიონატს ლიდერობს. შერმადინის კლუბი მე-12 ტურში მადრიდის რეალის წინააღმდეგ ითამაშებს.