შერმადინის და მაკფადენის 12-12 ქულა და მოგებ-წაგება

შერმადინის და მაკფადენის 12-12 ქულა და მოგებ-წაგება

ესპანეთის ჩემპიონატის 30-ე ტურის მატჩში გიორგი შერმადინის “უნიკახა” მადრიდის “ესტუდიანტესს” ესტუმრა. შეხვედრა თავიდან ბოლომდე თანაბარი იყო, თუმცა მატჩის უმეტეს დროში მალაგელები ლიდერობდნენ და დამსახურებულადაც გაიმარჯვეს – 80:72.

“უნიკახას” წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვის გიორგი შერმადინს, რომალმაც 22 წუთი ითამაშა და ორმაგ დუბლამდე მცირ3დი დააკლდა: 12 ქულა, 8 მოხსნა, 1 პასი. გიორგიმ 4 საჯარიმო და 8 ორქულიანი სტყორცნა, საიდანაც 4-4 ჩააგდო.

სტუმართა ბომბარდირი 17 ქულით ვილტიერი გახდა, ხოლო მატჩისა – ესტუდიანტესის ამერიკელი ვიტინგტონი.

“უნიკახას” 18 მოგება, 12 წაგება აქვს და ცხრილში მეხუთე ადგილზეა.

ამავე ტურში ტენერიფეზე დამარცხდა თად მაკფადენის “ხუვენტუდი” – 72:79.

საქართველოს ნაკრების ამერიკელმა უკანახაზელმა 16 წუთში 12 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. თადმა 6-დან 4 სამიანი ჩააგდო.

მის “ხუვენტუდს” 16 მოგება, 14 წაგება აქვს და მე-7 ადგილზეა.