შერმადინის დებიუტი ევროლიგაში

შერმადინის დებიუტი ევროლიგაში

ვლადიმერ ბოისას, ნიკოლოზ ცქიტიშვილის და მანუჩარ მარკოიშვილის შემდეგ ევროპის უძლიერეს საკლუბო ტურნირში კიდევ ერთი ქართველის დებიუტი შედგა – ბერძნულ „პანათინაიკოსში“ ახლახანს გადასულმა გიორგი შერმადინმა გუშინ ევროლიგის მორიგ ტურში ფრანგული „ნანსის“ წინააღმდეგ 10 წუთი ითამაშა.
ქართველი ცენტრი თამაშში მატჩის ბოლოსკენ ჩაერთო და თამაშიდან განხორციელებული სამივე სროლა (2 ორიანი და 1 სამიანი) ააცილა, ხოლო 2 საჯარიმოდან 1 მოათავსა ფრანგების კალათში. შერმადინს 1 ქულასთან ერთად 1 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოუგროვდა, ბურთიც ერთხელ დაკარგა.  ბერძნულმა გრანდმა კი საბოლოოდ 83:99 დაამარცხა “ნანსი”.
„პანათინაიკოსი“ ევროლიგის B ჯგუფში 6 მოგებითა და 2 მარცხით მესამე ადგილზეა.