შერმადინის ლიდერობა ტენერიფეს რიგაში მოსაგებად არ ეყო

შერმადინის ლიდერობა ტენერიფეს რიგაში მოსაგებად არ ეყო

გიორგი შერმადინის „ტენერიფეს“ დიდი შანსი ჰქონდა ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ეტაპზე გასვლა ერთი ტურით ადრე გაენაღდებინა, თუმცა ლატვიაში „ვეფ რიგასთან“ დამარცხდა (72:77) და ჯგუფიდან გასვლა ბოლო ტურისთვის გადადო. არც გადამწყვეტი შეხვედრა იქნება იოლი – ტენერიფელები 19 დეკემბერს საფრანგეთში „შოლეს“ სტუმრობენ.

რიგელებთან მატჩში შერმადინი ესპანელთა შორის საუკეთესი იყო. 29 წუთში 16 ქულა (8/6 ორქულიანი, 5/4 საჯარიმო), 7 მოხსნა, 3 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. მარგი ქმედების კოეფიციენტი 22 ჰქონდა.

17 ქულით მატჩის ბიომბარდირი ალექსანდრ მადსენი გახდა.