შერმადინის მაკაბიმ აშქელონში იოლად იმარჯვა

შერმადინის მაკაბიმ აშქელონში იოლად იმარჯვა

100:67 – ასე იოლად გაიმარჯვა გიორგი შერმადინის „მაკაბიმ“ აშქელონში. მასპინძელმა „ელიზურის“ კოლეჯის გუნდმა ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ გაუწია ისრაელის საუკეთესო გუნდს და მაკაბელებმაც ეროვნულ ჩემპიონატში მეორე გამარჯვება მოიპოვეს.
 

 
ქართველი ცენტრი სათადარიგო იყო. შერმადინმა 16 წუთი ითამაშა, რის განმავლობაშიც ქართველმა ცენტრმა 4 ქულა, 4 მოხსნა და 1 დაფარება მოაგროვა. გიორგიმ 5 ცდიდან 2 ორქულიანი ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა და მის ნატყორცნს ერთხელ დაუფარეს.
 
მაკაბელთაგან საუკეთესო დევიდ ლოგანი (16) გახლდათ. შონ ჯეიმსმა 15, გაი პნინიმ – 14, იოგნევ ოჰაიონმა – 12, ხოლო რიკი ჰიკმანმა 10 ქულა მიითვალა. მასპინძელთაგან კი 19 ქულით საუკეთესო მარკუს დავი გახლდათ.
 
„ნეთანიას“, თელ ავივისა და რიშონის „მაკაბებს“ 2 ტურის შემდეგ 2 გამარჯვება აქვთ და ისინი ჩემპიონატს ლიდერობენ. მომდევნო ტური 28 ოქტომბერს გაიმართება: შერმადინის გუნდი რიშონის „მაკაბის“ უმასპინძლებს, ხოლო ჯეიკობ პულენის „იერუსალიმი“ „ნეთანიას“ უმასპინძლებს.