შერმადინის მაკაბის პირველი მარცხი ევროლიგაში

შერმადინის მაკაბის პირველი მარცხი ევროლიგაში

ევროლიგის მორიგ ტურში შერმადინის გუნდი თელ ავივში ესპანურ „უნიკახას“ შეხვდა და 62:64 დამარცხდა. თელავიველებს ამ შეხვედრამდე 5–დან 5 მატჩი მოეგოთ და შინაურ კედლებში, ცხადია, ფავორიტებად მიიჩნეოდნენ, თუმცა საკუთარი ქომაგების თვალწინ დასანანი მარცხი იწვნიეს.   
ქართველი ცენტრი სათადარიგო იყო და მოედანზე მხოლოდ 11,28 წუთი გაატარა. შერმადინმა 5–დან 1 ორიანი ჩააგდო და თამაში 2 ქულითა და 1 მოხსნით დაასრულა.  მაკაბელთაგან საუკეთესო რიკი ჰიკმანის ანგარიშზე 20 ქულა გახლდათ.
 ეს მაკაბელთა პირველი მარცხია მიმდინარე სუპერლიგაში, თუმცა თელავიველები პირველ ადგილს მაინც ინარჩუნებენ. მომდევნო შეხვედრაში შერმადინის გუნდი სანიკიძის „სიენას“ იტალიაში გაეჯიბრება.