შერმადინის მორიგი MVP-ის ტიტული და ტენერიფეს გამარჯვება ხირონაში

შერმადინის მორიგი MVP-ის ტიტული და ტენერიფეს გამარჯვება ხირონაში

გიორგი შერმადინი, რომელიც ესპანეთი ლიგის ერთგზის MVP-ია და ახლაც ამ ტიტულისთვის იბრძვის, ესპანეთის ჩემპიონატის მორიგი მატჩის MVP გახდა. მისი გუნდი, ლენოვო ტენერიფე ხირონას ესტუმრა და 16 ქულით დაამარცხა – 88:72.

გიორგის მარგი ქმედების კოეფიციენტი ყველაზე მაღალი ჰქონდა – 27. მისი სრული სტატისტიკა კი ასეთია: 23 წუთი, 16 ქულა, 8 მოხსნა და 3 პასი. 

9 პასით დაეხმარა „ტენერიფესა“ და შერმადინს უერტასი, 14 ქულა ჰქონდა ლიეტუველ აბრომაიტისს.

23 მოგებითა და 9 მარცხით „ტენერიფე“ ესპანეთის ჩემპიონატში მე-4 ადგილზეა. უახლოეს მატჩს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში 12 მაისს ისრაელის „ჰაპოელთან“ გამართავს.