ჩემპიონთა ლიგის პირველი ჯგუფური ეტაპი დასრულდა. გიორგი შერმადინის “ლენოვო ტენერიფემ” დასკნით ტურში იტალიაში “სასარი” 84:63 დაამარცხა. ამ გამარჯვებით ტენერიფელებმა ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავეს და საკვალიფიკაციო რაუნდში მონაწილეობის უფლება მოიპოვეს, რომლის მოგების შემთხვევაში მეორე ჯგუფური ეტაპის საგზურს მოიპოვებენ. ჯგუფში პირველ ადგილზე გასული გერმანული “ლუდვიგსბურგი” კი მეორე ეტაპზე პირდაპირ გავიდა.
იტალიაში გამართულ მატჩში ტენერიფეს რიგებში გიორგი შერმადინმა 19:04 წუთი ითამაშა, რა დროშიც 16 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასი დააგროვა. გიორგიმ 7-დან 5 ორქულიანი და 6-დან 6 საჯარიმო გამოიყენა. გიორგი მატჩის MVP გახდა. მას და მარსელინო უერტასს 16-16 ქულა ჰქონდათ, მაგრამ შერმადინის სარგებლიანობის კოეფიციენტი 19-ს გაუტოლდა, რაც მოგებულ გუნდში საუკეთესო შედეგი იყო.
საკვალიფიკაციო ეტაპი 2 მოგებამდეა და ტენერიფელების მეტოქე მომავალ კვირაში გაირკვევა, როცა B ჯგუფში თამაშები დასრულდება. “ტენერიფეს” B ჯგუფის მე-3 ადგილის მფლობელი შეხვდება, რომელიც ან თურქული “ქარშიაქა” იქნება, ან ებრაული “ჰაპოელი”.