შერმადინის ოლიმპიაკოსი ევროპლეი ოფში დაწინაურდა

შერმადინის ოლიმპიაკოსი ევროპლეი ოფში დაწინაურდა

გიორგი შერმადინის „ოლიმპიაკოსმა“ წარმატებით დაიწყო ევროლიგის პლეი ოფი. პირეოსელებმა მერვედფინალური სერიის პირველ მატჩში თუქრულ „ეფესს“ უმასპინძლეს და ანგარიშით 67:62 დამარცხეს.
 
ამრიგად, პირეოსელები სერიში 1:0 დაწინაურდნენ და თუკი მომდევნო შეხვედრაშიც იმარჯვებენ, ოთხთა ფინალში გავლენ. არადა, მესამე, გადამწყვეტი შეხვედრა „ოლიმპიაკოსის“ მოედანზე გაიმართება.
 

 
ქართველმა ცენტრმა აღნიშნულ შეხვედრაში უმნიშვნელო დროით ითამაშა. შერმადინმა მოედანზე 4 წუთი გაატარა და თავი 2 ქულას და ამდენივე მოხსნას მოუყარა. ქართველმა ცენტრმა ერთადერთო ორქულიანი ზუსტად სტყორცნა, ხოლო ბურთი 2-ჯერ დაკარგა.
 
ოლიმპიაკოსელთა შორის საუკეთესო გიორგიოს პრენციაზი გახდა, რომელმაც 26 ქულა მიითვალა. პირეოსელლაგან 10-ქულიანი ზღვარი სხვა მოთამაშეს არ დაუძლევია. მერვედფინალური სერიის მორიგი მატჩი 12 აპრილს გაიმართება.