შერმადინის ოლიმპიაკოსმა ევროლიგაში კახა ლაბორალი დაამარცხა

შერმადინის ოლიმპიაკოსმა ევროლიგაში კახა ლაბორალი დაამარცხა

ევროლიგაში მორიგი მატჩი მოიგო გიორგი შერმადინის „ოლიმპიაკოსმა“, რომელმაც ცხრილში მეორე ადგილზე გადაინაცვლა. ბერძნულმა გრანდმა პირეოსში ესპანურ ‘კახა ლაბორალს“ უმასპინძლა და ზედმეტი გართულებების გარეშე – 82:74 დაამარცხა.
 
შერმადინმა მხოლოდ მესამე პერიოდში ითამაშა და მოედანზე 5,48 წუთი გაატარა. ქართველმა ცენტრმა 6-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, 1 ორიანი კი ააცლა. 3 ქულასთან ერთად შერმადინს თითო მოხსნა და ჩაჭრაც ჰქონდა. პირეოსელთაგან 18 ქულით ბომბარდირი ამერიკელი ელის ლოუ გახდა.
 
ევროლიგის მომდევნო ტურში, 28 თებერვალს, „ოლიმპიაკოსი“ სტამბოლში „ბეშიქთაშსს“ ეთამაშება, ხოლო ცხრილში მეორეზე მყოფი ვიქტორ სანიკიძის „სიენა“ „ფენერბაჰჩეს“ უმასპინძლებს.