შერმადინის ორმაგმა დუბლმა და მარკოიშვილის 17 ქულამ “კანტუს” ვერ უშველა

შერმადინის ორმაგმა დუბლმა და მარკოიშვილის 17 ქულამ “კანტუს” ვერ უშველა

მარნუჩარ მარკოიშვილისა და გიორგი შერმადინის მორიგი წარმატებული თამაში. „კანტუს“ ქართველმა კალათბურთელებმა შესანიშნავი მატჩი ჩაატარეს, მაგრამ თავიანთი გუნდის გამარჯვებისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. კანტუელებმა პესაროში „სკავოლინისთან“ დაძაბულ ბრძოლაში – 69:72 წააგეს.
 
ეს გახლდათ 1 თვის წინ, 21–ე ტურის ერთადერთი გადადებული მატჩი, რომელშიც შერმადინმა ორმაგი დუბლი შეასრულა. იგი შეხვედრაში ერთადერთი იყო, ვინც ეს მოახერხა. ქართველმა ცენტრმა 25 წუთს ითამაშა და სტუმრებს 15 ქულა და 12 მოხსნა შესძინა. გიორგიმ მისთვის უჩვეულოდ ბევრი 13 ორქულიანი ისროლა, საიდანაც 7 გამოიყენა და 2-დან 1 საჯარიმოც ჩააგდო. სათქმელია ისიც, რომ გიორგიმ 12 მოხსნიდან 5 მეტოქის ფარზე მიითვალა, ბურთი ოთხჯერ დაკარგა, სამჯერ დაჯარიმდა და მის წინააღმდეგაც ამდენჯერვე იუხეშეს.
 

 
შერმადინის მსგავსად, არც მარკოიშვილი ყოფილა სასტარტო ხუთეულში, თუმცა იგი მატჩის ბომბარდირი გახდა. აქვე ვთქვათ, რომ კანტუელთაგან ყველაზე მაღალი საერთო სარგებლიანობის ინდექსი (16) ქართველებს ჰქონდათ. მარკოიშვილმა მოედანზე 36 წუთი გაატარა და პერსონალურთა ლიმიტის ამოწურვისს გამო თამაშის დასრულებამდე 15 წამით ადრე სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა. მანუჩარმა 8-დან 4 ორქულიანი და 5-დან 3 სამქულიანი ჩააგდო. ქართველი კალათბურთელის მონაგარი 17 ქულა, 4 მოხსნა და 3 ჩაჭრა გახლდათ.
 
წაგების მიუხედავად „კანტუ“ „სიენას“ შემდეგ ცხრილში მეორე ადგილზე დარჩა. მომდევნო ტურში, 25 მარტს კანტუელები სწორედ “სიენას” მასპინძლობენ