მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა ევროლიგის ტოპ-16-ის E ჯგუფში მოასპარეზე გიორგი შერმადინის “ოლიმპიაკოსმა”. პირეოსული გუნდი ესპანეთში “უნიკახას” შეხვდა და ყველასთვის მოულოდნელი, იოლი გამარჯვება მიითვალა – 80:63.
არადა, მალაგური გუნდი ჯგუფიდან გასვლისთვის იბრძვის და ამ შეხვედრამდე “ოლიმპიაკოსის” მსგავსად 5 გამარჯვება ჰქონდა, მაგრამ შერმადინის გუნდმა მასპინძებს შანსი არ დაუტოვა.
შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო და საკმაოდ ბევრი – 18 წუთი ითამაშა, თუმცა ჩვეული შედეგიანობა არ გამოავლინა. ქართველმა ცენტრმა 4-დან 2 ორქულიანი და 6-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, თავი 6 ქულას მოუყარა და ამას 2 პასი და 1 მოხსნა მოაყოლა. პირეოსელებს ვასილის სპანულისმა 20 ქულით ულიდერა, მეთიუ ლოიესკიმ კი მასპინძლებს 18 ქულა ჩაუგდო.
6 მოგებითა და 6 წაგებით “ოლიმპიაკოსი” ჯგუფში მე-4 ადგილზეა. მომდევნო ტურში, 4 აპრილს, “ოლიმპიაკოსი” სტამბოლში “ეფესს” შეხვდება, ბოლო ტურში კი “პანათინაიკოსს” უმასპინძებს. ჯგუფიდან გასვლა-არგასვლის საკითხიც ამ მატჩების შემდეგ გადაწყდება.
E ჯგუფი
მ
წ
ბურთების
შეფარდება
+/-
ბარსელონა
11
0
876
759
117
მილანი
8
3
835
780
55
პანათინაიკოსი
6
5
765
746
19
ოლიმპიაკოსი
6
6
907
853
54
ფენერბაჰჩე
5
6
848
859
-11
უნიკახა
5
7
877
909
-32
ლაბორალი
3
9
869
966
-97
ეფესი
2
10
824
929
-105