შერმადინის სასტარტო ხუთეული, 13 ქულა და გამარჯვება სალონიკში

შერმადინის სასტარტო ხუთეული, 13 ქულა და გამარჯვება სალონიკში

საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრი გიორგი შერმადინი ბერძნულ გრანდ “ოლიმპიაკოსის” სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და თავისიანებს სტუმრად “არისის” დამარცხებაში დაეხმარა. პირეოსელებმა მეტოქე 84:68 დაამარცხეს, შერმადინი კი თავისიანთაგან ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
 

 
შერმადინმა მოედანზე 19 წუთი გაატარა და 13 ქულასთან ერთად 4 მოხსნა, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა, ბურთი კი 3-ჯერ დაკარგა. ქართველმა ცენტრმა 4-დან 4 ორქულიანი და 7-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, ის ოლიმპიაკოსელთაგან მხოლოდ 15 ქულის მიმთვლელ პერპეროღლუს ჩამორჩა. შერმადინის დარად 13 ქულა მოაგროვა პირეოსელთა ლიდერმა სპანულისმა. მარგი ქმედების კოეფიციენტით გიორგი მხოლოდ პერპეროღლუს ჩამორჩა.
 
21 მატჩიდან 20 გამარჯვებით პირეოსელები საბერძნეთის რეგულარულ ჩემპიონატს ლიდერობენ. შიდაჩემპიონატის მომდევნო მატჩი შერმადინის გუნდს 1 აპრილს, შინ “აეგეასთან” ელის, მანამდე კი, 29 მარტს ევროლიგაში ყოფნა-არყოფნის მატჩი აქვს სტამბოლის “ფენერბაჰჩესთან”.