შერმადინის ტენერიფე საკონტინენტთაშორისო თასის ფინალშია და სან პაულუს შეხვდება

შერმადინის ტენერიფე საკონტინენტთაშორისო თასის ფინალშია და სან პაულუს შეხვდება

გიორგი შერმადინი „ტენერიფესთან“ ერთად საკონტინენტთაშორისო თასზე ასპარეზობს. შეჯიბრებისთვის გუნდები კანარის კუნძულებზე ჩავიდნენ. პირველ ნახევარფინალში „სან პაულუმ“ „რიო გრანდე“ 90:71 დაამარცხა და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. მეორე ნახევარფინალში კი შერმადინის „ტენერიფე“ აფრიკის ჩემპიონ ტუნისის „მონასტირს“ შეხვდა და დიდი სხვაობით, 112:42 სძლია.

მწვრთნელმა ჩუს ვიდორეტამ გიორგი სასტარტო შემადგენლობაში დააყენა, თუმცა რადგან თავიდანვე მოიპოვა დიდი უპირატესობა, მხოლოდ 11 წუთი ათამაშა. შერმადინმა ამ დროში თავისი საქმე მაინც გააკეთა: 10 ქულა, 3 მოხსნა. მატჩის ბომბარდირი 20 ქულით ლიეტუველი თანაგუნდელი ტიმ აბრამაიტისი გახდა.

ფინალში „ტენერიფე“ „სან პაულუს“ შეხვდება. მატჩი 12 თებერვალს თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.