შერმადინის ტენერიფემ ბურჯანაძის კორუნა დაამარცხა | ქართველების კომბინირებული 21 ქულა

შერმადინის ტენერიფემ ბურჯანაძის კორუნა დაამარცხა | ქართველების კომბინირებული 21 ქულა

ესპანეთის ჩემპიონატის 29-ე ტურში ქართველი კალათბურთელების გუნდების გზები გადაიკვეთა. გიორგი შერმადინის ტენერიფემ ბექა ბურჯანაძის ლეიმა კორუნას უმასპინძლა და 9 ქულის სხვაობით – 92:83 დაამარცხა. ეს გუნდები ცხრილის თავში და ბოლოში არიან – ტენერიფე მეორეზეა და მაღალი მიზნები აქვს, კორუნა კი ბოლოსწინაზე და ლიგაში დასარჩენად იბრძვის. 

კორუნა ბასკეტმა ბოლო პერიოდამდე ეომა ფავორიტს და დასკვნით წუთებზე წააგო. შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 26:39 წუთში 12 ქულა, 6 მოხსნა და 2 პასი დააგროვა. მან 5-დან 3 ორქულიანი და 6-დან 6 საჯარიმო ჩააგდო. ბექა ბურჯანაძეს მწვრთნელმა 22:52 წუთი დაუთმო. ლეიმა კორუნას ქართველმა ლეგიონერმა საკმაოდ შედეგიანად ითამაშა. ბექას ორმაგ დუბლამდე თითო ქულა=პასი დააკლდა. მის ანგარიშზე 9 ქულა და 9 მოხსნა დააგროვა. საქართველოს ნაკრების ფორვარდმა 3-დან 2 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო.

ტენერიფეს ტიმ აბრომაიტისმა და მარსელინო უერტასმა 17-17 ქულით ულიდერეს. ლეიმა კორუნაში კი 16 ქულით ბრანდონ ტეილორი იყო საუკეთესო. შერმადინის ტენერიფეს 23 მოგება დაუგროვდა და 46 ქულით მეორე ადგილს იკავებს. ბექა ბურჯანაძის ლეიმა კორუნა მხოლოდ თეორიული შანსს ინარჩუნებს, რომ ლიგა ენდესაში დარჩეს. გიორგი მომდევნო ტურში ყოფილ გუნდ უნიკახასთან ითამაშებს, ხოლო ბექა ბურჯანაძე სტუმრად სარაგოსას დაუპირისპირდება.