შერმადინის ტენერიფემ პლეი ოფი უნიკახასთან საშინაო მარცხით დაიწყო

შერმადინის ტენერიფემ პლეი ოფი უნიკახასთან საშინაო მარცხით დაიწყო

წარუმატებად დაიწყო ესპანეთის ჩემპიონატის პლეი ოფი გიორგი შერმადინის “ტენერიფემ”. მოგეხსენებათ, რეგულარულ ჩემპიონატში ტენერიფელებმა მე-4 ადგილი დაიკავეს და მეოთხედფინალურ სერიაში “უნიკახას” ხვდებიან. პირველივე შეხვედრაში შერმადინის გუნდმა მარცხი განიცადა და მოედნის უპირატესობა დაკარგა.

მატჩს თითქმის მთელი შეხვედრის მანძილზე სტუმრები, მალაგელი კალათბურთელები იგებდნენ, რომლებმაც საბოლოოდ დამაჯერებლად – 72:59 იმარჯვეს. შერმადინმა პარკეტზე 20:16 წუთი გაატარა, რა დროშიც 10 ქულა და 2 მოხსნა დააგროვა. გიორგიმ 8-დან 4 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.

შერმადინის გუნდი სერიაში 0:1 მარცხდება. მომდევნო მატჩი მალაგაში. 1 ივნისს გაიმართება, უნიკახა ტენერიფეს პირველ ივნისს უმასპინძლებს. ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში მეოთხედფინალური სერია ორ მოგებამდე გრძელდება.