შერმადინის ტენერიფემ საფრანგეთშიც იმარჯვა და ჯგუფში პირველ ადგილზეა

შერმადინის ტენერიფემ საფრანგეთშიც იმარჯვა და ჯგუფში პირველ ადგილზეა

ტენერიფეს ზედიზედ მე-3 გამარჯვება ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგაში. ესპანურმა კლუბმა საფრანგეთში, სენტ-კვენტინტინი 71:61  დაამარცხდა და თავის ჯგუფს, რომელშიც მასთან ერთად სენტ-კვენტინი, თურქული ქარშიაქა და ბერძნული კოლოსოსია, ერთპიროვნულლად ლიდერობს. 

ტენერიფელთა ქართველი ცენტრი შეხვედრაში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 10:01 წუთში 3 ქულა და 1 ჩაჭრა მიითვალა. შერმადინმა 3-დან 1 ორქულიანი ჩააგდო და საჯარიმოებშიც ანალოგიური მაჩვენებელი ჰქონდა.

ესპანურ კლუბს C ჯგუფში სამივე მატჩი მოგებული აქვს და ერთპიროვნული ლიდერია, მომდევნო შეხვედრას კი 14 ნოემბერს ისევ სენტ კვენტინთან, ამჯერად შინაურ კედლებში გამართავს.