შერმადინის ტენერიფეს მეოთხედფინალური სერია თურქეთში გაუთანაბრეს
GBF
2024-04-10
ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის მეითხედფინალურ სერიაში, რომელშიც გიორგი შერმადინი თურქულ თოფაშს ეპაექრება, მესამე, გადამწყვეტი მატჩი დაინიშნა. სერიის მე-2 მატჩი, რომელიც ბურსაში გაიმართა, თოფაშის გამარჯვებით – 90:81 დასრულდა.
ბურსაში გამართულ მატჩში ქართველი კალათბურთელი სათარიგოთა სკამიდან ჩაერთო, მოედანზე კი 19:27 წუთი გაატარა, რა დროშიც 4 ქულა, 3 მოხსნა (ყველა საკუთარ ფარზე) და 1 დაფარება მიითვალა. 35 წლის ქართველმა ცენტრმა 2-იდან 1 ორქულიანი და ორივე საჯარიმო ჩააგდო, მის პასივში კი 2-2 ფოლი და დაკარგვა იყო.
მოედანზე საუკეთესო მასპინძელთა კალათბურთელი კაილი გაი იყო, რომელმაც თამაში 34 ქულით დაასრულა. თურქულ გუნდს კი 24 ქულით კალებ ჰოუმსლიმ ულიდერა.
სერიის მესამე მატჩის მოგების შემთხვევაში, შერმადინის გუნდი საკალათბურთ ჩემპიონთა ლიგის “ოთხთა ფინალში” ზედიზედ მესამე სეზონში ითამაშებს, ნახევარფინალში კი ბონისა და პერისტერის წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება, რომელთა სერიაშიც ანგარიში ასევე 1:1-ია და გამარჯვებული 16 აპრილს გამოვლინდება.