გიორგი შერმადინის “უნიკახა” ევროლიგაში ცსკა-სთან დამარცხდა

გიორგი შერმადინის “უნიკახა” ევროლიგაში ცსკა-სთან დამარცხდა

გიორგი შერმადინის “უნიკახამ” ევროლიგაში კონტინენტის ერთ-ერთ გრანდ მოსკოვის ცსკა-ს უმასპინძა, წინააღმდეგობაც გაუწია და მოგებაც შეეძლო, მაგრამ ბოლო წუთებზე ძალები დააკლდა,, რის გამოც 9 ქულით – 80:89 დამარცხდა.

ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 11:45 წუთში 4 ქულა, 2 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაგროვა. გიორგიმ 4-დან 1 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ.
ცენტრის პოზიციაზე გიოს კონკურენტმა ამერიკელმა ჯეიმს ოგასტინმა 18 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა და მალაგელთა რიგებში საუკეთესო იყო. ცსკა-ს 21 ქულით ესპანელმა სერხიო როდრიგესმა ულიდერა.
“უნიკახამ” 3 მოგება და 6 მარცხი მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 1 დეკემბერს ათენში “პანათინაიკოსთან” გამართავს.