შერმადინის “უნიკახა” უშენგელიო “ბასკონიასთან” დამარცხდა

შერმადინის “უნიკახა” უშენგელიო “ბასკონიასთან” დამარცხდა

ესპანეთის ჩემპიონატის 21-ე ტურში ერთმანეთს თორნიკე შენგელიას “ბასკონიას” და გიორგი შერმადინის “უნიკახა” შეხვდნენ, თუმცა მოედანზე ქართველები ერთმანეთს არ შეხვედრიან. შენგელიას ფეხის ტრავმა კვლავ არ მოურჩენია და რეაბილიტაციის პროცესშია.

ვერ ითამაშა ვერც საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა ამერიკელმა კალათბურთელმა, მეტ ჯენინგმა, რომელიც ასევე ტრავმირებულია. თავად მატჩი საინტერესო გამოვიდა. შერმადინის გუნდი პირველ მეოთხედში 14 ქულით დაწინაურდა, თუმცა საბოლოოდ მაინც დამარცხდა – 95:112.

შერმადინი სათადარიგო იყო და 15:02 წუთში 4 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. გიორგიმ 6-დან 1 ორქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთხელ დაჯარიმდნენ. 21 მატჩიდან 15 მოგებით “ბასკონია” მე-3 ადგილზეა, ხოლო “უნიკახას” 13 მოგება აქვს და “ვალენსიასა” და “ხუვენტუდთან” ერთად IV-VI ადგილებს ინაწილებს. მორიგი შეხვედრა მალაგურ გუნდს 10 მარტს, შინ, ბექა ბურჯანაძის “დელტეკოსთან” ელის.