შერმადინის “უნიკახამ” “მაკაბის” სძლია

შერმადინის “უნიკახამ” “მაკაბის” სძლია

გიორგი შერმადინის “უნიკახამ” ევროლიგაში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. ესპანურმა კლუბმა მალაგაში ისრაელის “მაკაბის” უმასპინძლა და 83:69 დაამარცხა. შქართველმა ცენტრმა 12:07 წუთში 6 ქულა, 5 მოხსნა (2 შეტევაში), 2 პასი და 1 დაფარება მიითვალა.

შერმადინი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო, 4-დან 2 ორქულიანი და 2 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც ერთხელ დაჯარიმდნენ. მალაგელთა მხრიდან 10-ქულიან ზღვარს სერბი ნემანია ნედოვიჩი (15) და ამერიკელები – რეი მაკკალუმი (14) და ჯეიმს ოგასტინი (12) ასცდნენ.

“უნიკახამ” 10 მოგება და 13 მარცხი მოაგროვა და თორნიკე შენგელიას “ბასკონიას” გაუთანაბრდა. ქართველ ლეგიონერთა გუნდები მეცხრე-მეათე ადგილებს ინაწილებენ. მალაგელები მომდევნო მატჩს 2 მარტს, ბელგრადში, სერბული “ცრვენა ზვეზდას” წინააღმდეგ გამართავენ.