შერმადინის “უნიკახამ” მორიგი გამარჯვება იზეიმა

შერმადინის “უნიკახამ” მორიგი გამარჯვება იზეიმა

გიორგი შერმადინის “უნიკახამ” ესპანეთის ჩემპიონატში მორიგი გამარჯვება იზეიმა. მალაგელებმა მე-8 ტურის მატჩში “ბრეგანს” უმასპინძლეს და დაძაბულ ბრძოლაში 78:72 დაამარცხეს.

ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 18:43 წუთში 9 ქულა და 5 მოხსნა მოაგროვა. გიორგიმ 5-დან 2 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 3-ჯერ დაჯარიმდნენ.

მალაგელთა რიგებში საუკეთესო ხაიმე ფერნანდესი იყო, რომელმაც 24 ქულა, 4 მოხსნა და 7 პასი მოაგროვა.
“უნიკახამ” 6 მოგება და 2 მარცხი მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს 17 ნოემბერს სტუმრად, შერმადინის ყოფილ კლუბ “მორაბანკ ანდორასთან” გამართავს.