შერმადინის უნიკახამ სან სებასტიანში ბურჯანაძის დელტეკო დაამარცხა

შერმადინის უნიკახამ სან სებასტიანში ბურჯანაძის დელტეკო დაამარცხა

გიორგი შერმადინმა და ბექა ბურჯანაძემ 2018 წელი მაჟორულ ნოტაზე დაასრულეს. ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე წლის ბოლო ტურში საქართველოს ნაკრების ამ მოთამაშეების გუნდები ერთმანეთს შეხვდნენ. რა თქმა უნდა, ერთ-ერთის გუნდი წაგებული გამოვიდა, თუმცა ორივე ბურჯანაძეც და შერმადინიც თავიანთგუნდებში საუკეთესონი იყვნენ.

ესპანეთის ლიგის აუტსაიდერმა “დელტეკომ” შერმადინის “უნიკახას” უმასპინძლა და ბოლო პერიოდამდე გაუძალიანდა. მე-4 მეოთხედის დასაწყისში მასპინძლები მხოლოდ 2 ქულით – 74:76-ს აგებდნენ, შემდეგ კი, მალაგელთა უპირატესობა აშკარა გახდა და მათ დარჩენილი მონაკვეთი 18:6 მოიგეს და საბოლოოდ 94:80 გაიმარჯვეს. 

ბურჯანაძემ მოედანზე 23:29 წუთი გაატარა და 15 ქულა, 4 მოხსნა (2 შეტევაში) და 1 დაფარება მიითვალა. ქართველმა მძიმე ფორვარდმა 9-დან 6 ორქულიანი და 3-ვე საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ერთხელ დაუფარეს, 3 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 3-ჯერ დაჯარიმდნენ.

“უნიკახამ” 10 მოგება და 4 მარცხი მოაგროვა და მე-4 ადგილზე იმყოფება, “გიპუზკოა ბასკეტს” კი 11 წაგების ფონზე 3 გამარჯვება შერჩა და კვლავაც ბოლო მე-18 პოზიციაზეა. გაისად, 6 იანვარს მალაგელები ტრავმირებული თად მაკფადენის “იბეროსტარ ტენერიფეს” უმასპინძლებს, ბურჯანაძის გუნდი კი ერთ-ერთ უშუალო “ბრეოგანს” ესტუმრება.