შერმადინისა და სანიკიძის გუნდებმა ევროლიგაში იმარჯვეს

შერმადინისა და სანიკიძის გუნდებმა ევროლიგაში იმარჯვეს

პირეოსის „ოლიმპიაკოსმა“, რომლის ღირსებასაც გიორგი შერმადინი იცავს, ევროლიგის მორიგ ტურში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. ბერძნული გრანდი სტუმრად მოსკოვის რეგიონის „ხიმკის“ შერვდა და დრამატულ ფინალში 87:82 დაამარცხა
 
„ოლიმპიაკოსმა“ გამარჯვება ბოლო მეოთხედში გამოჩენილი შეუპოვრობით მოიპოვა. გადამწყვეტი 10-წუთეული პირეოსელებმა 33:22 მოიგეს და საბოლოოდ 5 ქულის სხვაობით გაიმარჯვეს. სტუმრების გამარჯვებაში ლომის წილი დაიდეს კაილი ჰაინსმა და ვასილის სპანულისმა, რომლებმაც 19-19 ქულა ჩააგდეს. რაც შეეხება ქართველს ფორვარდს, გიორგი შერმადინი მოედანზე მხოლოდ 10,32 წუთით გამოჩნდა.
 

 
საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრმა მოსკოველებს 2-დან 1 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩაუგდო და შესაბამისად 4 ქულა მოაგროვა. გარდა ამისა, შერმადინმა 1 მოხსნა და 1 დაფარებაც მიითვალა.
 თავისი მატჩი მოიგო ვიქტორ სანიკიძის „სიენამაც“, რომელმაც ესპანურ „კახა ლაბორალს“ უმასპინძლა და 85:74 იმარჯვა. სამწუხაროდ, ამ წარმატებაში უმნიშვნელო წვლილი მიუძღვის ვიქტორ სანიკიძეს, რომელიც მოედანზე მხოლოდ 6 წუთით გამოჩნდა და უქულოდ დარჩა.
 
ქართველმა ფორვარდმა იმ 6 წუთში, რაც მოედანზე იმყოფებოდა, 1 სამიანი ააცილა, 1 ფარიდან ასხლეტილი ბურთი მოხსნა და 1 ჯარიმა მიიღო. სიენელებს გამარჯვება მეთიუ ჯენინგის, ბობი ბრაუნისა და დანიელ ჰაკეტის კარგმა თამაშმა მოუტანა. ამ მოგების შემდეგ „სიენა“ და „ბარსელონა“ F ჯგუფს სათავეში ჩაუდგნენ. ორივე გუნდს 6 გამარჯვება და 1 მარცხი აქვთ. „კახა ლაბორალის“ დამარცხებით კი „ოლიმპიაკოსს“ და „ხიმკის“ ესპანური გუნდიც შეუერთდა და სამივე მათგანს 4 მოგების წილ 3 მარცხი ავთ და III-V ადგილებს იყოფენ.
 
მომდევნო ტურში, 21 თებერვალს, „სიენა“ ისრაელში „მაკაბის“ გაეჯიბრება, ხოლო „ოლიმპიაკოსი“ 22-ში „კახა ლაბორალს“ უმასპინძლებს.
 
E ჯგუფი
ცსკა – პანათინაიკოსი           86:69
ალბა – უნიკახა                       65:67
ეფესი – რეალი                        74:72
ბროსე – ჟალგირისი               87:88
 
А ჯგუფი
მაკაბი – ბარსელონა               77:82
ხიმკი – ოლიმპიაკოსი            82:87
ფენერბაჰჩე – ბეშიქთაში        78:72
სიენა – კახა ლაბორალი         85:74
 
 

ჯგუფი F

ბურთების

შეფარდება

+/-
ბარსელონა

6

1

571

505

66
სიენა

6

1

547

525

22
ხიმკი

4

3

569

532

37
კახა ლაბორალი

4

3

551

528

23
ოლიმპიაკოსი

4

3

538

526

12
მაკაბი

2

5

528

526

2
ფენერბაჰჩე

2

5

552

622

-70
ბეშიქთაში

0

7

433

525

-92