შერმადინისა და სანიკიძის გუნდებმა მორიგი გამარჯვებები მოიპოვეს

შერმადინისა და სანიკიძის გუნდებმა მორიგი გამარჯვებები მოიპოვეს

გიორგი შერმადინის „მაკაბის“ მორიგი გამარჯვება ისრაელის ჩემპიონატში. მორიგ ტურში თელავიველებმა სტუმრად „ნეთანია“ 89:82 დაამარცხეს და პირველობა კიდევ უფრო განიმტკიცეს. შერმადინი მოედანზე 8 წუთით გამოჩნდა და ერთადერთი ორქულიანი ზუსტად ტყორცნა. შესაბამისად, გიორგიმ შეხვედრა 2 ქულით დაასრულა. სხვა დადებითი სტატისტიკური მაჩვენებელი მას არ ჰქონია.
 
„მაკაბის“ 8 მოგება და 1 მარცხი აქვს და ამ შედეგით ისრაელის ჩემპიონატს ლიდერობს. მორიგ ტურში, 23 დეკემბერს, თელავიველები აშდოდის მოსახელე „მაკაბის“ უმასპინძლებენ.
 
იტალიის ჩემპიონატში გამარჯვება იზეიმა ვიქტორ სანიკიძის „სიენამ“, რომელმაც კრემონული „ვანოლი“ 81:68 დაამარცხა. ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 23 წუთი გაატარა. სანიკიძემ 5-დან 3 ორქულიანი ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. 6 ქულასთან ერთად მან 4 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაგროვა, ბურთი კი ერთხელ დაკარგა.
 
სიენელებს, ისევე როგორც „სასარი დინამოს“ 9 მოგება და 2 მარცხი აქვს და სერია „ა“-ს ცხრილში II-III ადგილებს იყოფს. მომდევნო ტურში, 23 დეკემბერს, სანიკიძე თავის ყოფილ გუნდ „ბოლონიას“ დაუპირისპირდება, მანუჩარ მარკოიშვილის „კანტუ“ კი სრუმრად „მონტეგრანაროს“ შეხვდება.