შერმადინმა 10 ქულა ჩააგდო, ტენერიფემ ხუვენტუდს მეოთხედფინალი გაუთანაბრა

შერმადინმა 10 ქულა ჩააგდო, ტენერიფემ ხუვენტუდს მეოთხედფინალი გაუთანაბრა

ესპანეთის პირველობის 1/4 ფინალურ სერიაში პირველი მატჩის დიდი სხვაობით წაგების შემდეგ გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ საკუთარი გულშემატკივრის წინაშე რეაბილიტაცია მოახერხა – განმეორებით შეხვედრაში „ხუვენტუდი“ 103:76 დაამარცხა.

გიორგი შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო და 24 წუთში 10 ქულა, 6 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. გიორგიმ 4-დან 3 ორქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ. ქართველი ცენტრის სარგებლიანობის კოეფიციენტი 16-ს გაუტოლდა.

სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარა კი კანადელმა კაილ ვილტიერმა, რომელმაც 37 ქულა ჩააგდო. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა 42 ბალი შეადგინა.

შერმადინსა და მარსელინიო ჰუერტასს ამ მატჩის დაწყებამდე ესპანური ლიგის სიმბოლურ ხუთეულში მოხვედრის დამადასტურებელი პრიზები გადასცეს.