შერმადინმა 2023 წელი ტენერიფესთან ერთად გრანადაში გამარჯვებით დაასრულა

შერმადინმა 2023 წელი ტენერიფესთან ერთად გრანადაში გამარჯვებით დაასრულა

გიორგი შერმადინის ტენერიფე ლიგა ენდესას მე-16 ტურში გრანადას ესტუმრა და მეტოქე 12 ქულის სხვაობით დაამარცხა – 80:68. ტენერიფემ შეხვედრის პირველი ნახევარი 38:30 მოიგო და დარჩენილ ტაიმში უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვია.

“ტენერიფეში“ საუკეთესო შედეგი დააფიქსირა ყველაზე გამოცდილმა ბრაზილიელმა გამთამაშებელმა მარსელინიო უერტასმა, რომელმაც მატჩი 20 ქულით დაასრულა (სარგებლიანობის კოეფიციენტი – 26). ამ შედეგის მიღწევაში მას ძალიან დაეხმარა ცენტრი გიორგი შერმადინი. თავად ქართველის ანგარიშზე 26 წუთში 8 ქულა, 4 მოხსნა და 3 პასია.

„ტენერიფეს“ 8 მოგება და ამდენივე წაგება აქვს, მომდევნო მატჩს კი უკვე მომავალ წელს, 6 იანვარს, „ხუვენტუდის“ წინააღმდეგ გამართავს.