“ტენერიფე იბეროსტარის” ქართველმა ცენტრმა გიორგი შერმადინმა ესპანურ გრანდ “ბარსელონასთან” შედეგიანი მატჩი ჩაატარა, თუმცა მისმა გუნდმა საბოლოოდ მაინც წააგო. ტენერიფელებმა ესპანეთის ჩემპიონატის მე-13 ტურში ლიგის ლიდერს უმასპინძლეს და თანაბარი პირველი ნახევრის შემდეგ საბოლოოდ 15 ქულით – 60:75 დამარცხდნენ.
ერთადერთი კალათბურთელი, რომელიც კატალონიელებმა ვერ შეაჩერეს შერმადინი იყო. მან 25 წუთში 5-დან 5 ორქულიანი, 7-დან 7 საჯარიმო ჩააგდო და მატჩი 17 ქულით დაასრულა. გარდა ამისა საქართველოს ნაკრების ცენტრის ანგარიშზე თითო მოხსნა-პასი დაფიქსირდა. მარგი ქმედების კოეფიციენტის მიხედვით იგი მატჩის საუკეთესო იყო +23. ამ მაჩვენებლით გიორგის ერთით ჩამორჩა ბარსელონელი ნიკოლა მიროტიჩი (22), რომელმაც 18 ქულა ჩააგდო.
შერმადინის გუნდს 13 მატჩიდან 8 მოგება აქვს და სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილს იკავებს. მომდევნო ტურში ტენერიფელები 18 დეკემბერს, სტუმრად, ფუენლაბრადას შეხვდებიან.